თბილისში პარლამეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ჩაიშალა
თბილისში კვორუმის უქონლობის გამო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე იყო დანიშნული. სხდომა, სავარაუდოდ, იმის გამო გადაიდო, რომ სხდომის ჩატარებისთვის დეპუტატები ვერ მოგროვდნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სულ მცირე 15 წევრისგან შედგება. 8 დეპუტატი კვორუმის შესაქმნელად საკმარისია. არსებული ინფორმაციით, დეპუტატთა ნაწილი მივლინებაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე გამოემგზავრა, რის გამოც დღეს თბილისში დაგეგმილ სხდომაზე ვერ მივიდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მხრიდან ინიცირებული რამდენიმე საკანონმდებლო პროექტი უნდა განხილულიყო. დაგეგმილი იყო უბილეთოდ მგზავრობისათვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების ინიციატივის განხილვა.
ავტორი: ნიუპრესი