დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლი შალვა ბუხაიძეა. იგი თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭოგნარის მკვიდრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ოჯახმა უარი თქვა გარდაცვლილის გადმოსვენებაში სახელმწიფოს დახმარებაზე: "საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე არის გარდაცვლილი. დავუკავშირდით ოჯახს, შევთავაზეთ, სჭირდებოდათ თუ არა დახმარება გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ არ არის საჭირო და ისინი თავად მიხედავენ ამ საქმეს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ავტორი: ნიუპრესი