|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,  ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფის პროექტი განიხილეს. 

"საუბარია მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნაზე. ამისთვის მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას. კომპანია, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს, ვალდებული იქნება, რომ სამი წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რომლის შემდგომაც უკვე პროვაიდერები მოახდენენ მომხმარებლამდე ინტერნეტის მიყვანას. სამი წლის თავზე დღეიდან, დაახლოებით 2017 წლის ბოლოს გვექნება ფაქტობრივად მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე სოციალური დანიშნულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა. სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ  მთავრობა  გამოხატავას ინტერესს იმისათვის, რომ მაგისტრალური საკაბელო სისტემა  მთელ საქართველოში შეიქმნას.  დაახლოებით 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში  უნდა მივიდეს ხელმისაწვდომი,  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. 

ავტორი: ნიუპრესი