|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორის მოხვდა

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორის მოხვდა. შესაბამის რეიტინგს კომპანია Gallup Healthways -ის მონაცემების მიხედვით argumenti.ge აქვეყნებს. 

რეიტინგში ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება: მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური დაცულობის გრძნობა, ახლობლებთან ურთიერთობა, ცხოვრების მიზანი და ფიზიკური ჯანმრთელობა. 

რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა პანამაა. პირველ ათეულში ასევე კოსტა-რიკა, დანია, ავსტრია, ბრაზილია, ელ-სალვადორი, ურუგვაი, შვედეთი, კანადა და გვატემალა შევიდნენ. 

ყველაზე უბედურები კი სირიელები, ავღანელები, კონგოელები, მადაგასკარელები, უგანდელები, ხორვატები და ქართველები არიან. 

კვლევების ავტორთა განცხადებით, შედარებით ღარიბი ლათინური ამერიკის ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვედრა ადგილობრივმა მენტალიტეტმაც შეუწყო ხელი, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ოპტიმისტები არიან. აშშ რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა.


 

ავტორი: ნიუპრესი