სულხან ქობულაძე: "დაპირება უნდა შესრულდეს!"
გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელზეც
მუშაობის დაწყებას "ქართუ-ჯგუფი გეგმავს", ქუთაისიდან "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ეხმაურება და ხელისუფლებას
ქუთაისის
საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს: „შევახსენებ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებას ქუთაისის საუვენირსეტეტო ქალაქად გადაქცევის შესახებ, იგივე გაიმეორა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გიორგი მარგველაშვილმაც, დაპირება უნდა შესრულდეს“, -აცხადებს სულხან
ქობულაძე და დანაპირების სისრულეში მოსაყვანად აქტიურობისაკენ საზოგადოებას და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს:
"მოვუწოდებ იმერეთის რეგიონის ხელისუფლებას, ქუთაისის მერს, ყველა ქუთაისელს და იმერეთის მაცხოვრებელს, ყველაფერი გავაკეთოდ, რომ ეს პროექტი ქუთაისში განხორციელდეს, შეიძლება, ეს ბოლო შანსი იყოს“, -აცხადებს ქობულაძე.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი