|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობა სოფლის სახლების მშენებლობას გეგმავს

2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების მშენებლობას გეგმავს. საზოგადოებრივ ცენტრებს იგივე და დამატებითი სერვისი იქნება, რაც იუსტიციის სახლშია. ამის შესახებ დღეს თეა წულუკიანმა  განცხადება გააკეთა.

ოფლის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ჩვენი სოფლის მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ზუსტად ის სერვისი, რასაც ქალაქის მოსახლეობა ღებულობს იუსტიციის სახლებში, მაგრამ უფრო მეტიც, მაგალითად,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები არ გვაქვს თბილისის იუსტრიციის სახლში, მაგრამ გვაქვს საზოგადოებრივ ცენტრებში იმიტომ, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ეს საინტერესოა", - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით,   სოფლის სახლების პარალელურად, წელს  იუსტიციის სახლების მშენებლობა გაგრძელდება, გაიხსნება ყაზბეგის, თიანეთისა და ბორჯომის ცენტრები.

ავტორი: ანა ჯიქია