ცესკო-მ 2015-19 წლების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გამართა
ცესკო-მ 2015-19 წლების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გამართა. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმით განსაზღვრულია ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტები, მიზნები და მათი მიღწევის გზები. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნებში ჩართული მხარეებს სპეციალურ სერვისებს შესთავაზებენ. "გვექნება ინოვაციური მიდგომები და სპეცილაური სერვისები შეთავაზებული არჩევნბში ჩართული მხარეებისთვის მათი შესაძლებლობების გასაზრდელად, მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე, ეთნიკური უმცირესობების პირებზე განსაკუთრებული პროგრამები განხორციელდება",- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ახალი გეგმა ოთხ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს განსაზღვრავს: ინსტიტუციური გაძლიერება, სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლება, საარჩევნო გარემო და საარჩევნო ოპერაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დოკუმენტი ორგანიზაციის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება.
ავტორი: ნიუპრესი