„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“
„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ - "Newpress.ge" ჯანდაცვის სამინისტროს აქციას უერთდება და საინფორმაციო სააგენტოს "topnews.com.ge"-ს გამოწვევას იღებს. ჩვენი გზავნიალია: საზოგადოების ინფორმირება, ზუსტი დიაგნოსტიკა და ჰიგიენისკონტროლი! - „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“!
"Newpress.ge" აქციაში მონაილეობის მისაღებად იწვევს ტელეკომპანიებს MegaTV-ს,
Rioni TV-ს, რადიოს "ძველი ქალაქი", საინფორმაციო სააგენტოებს netgazeti.ge-ს და Gurianews.com.
2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება.
შეგახსენებთ, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მისწერონ სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი მედიკამენტის მიწოდებასთან ერთად სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















