|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მამუკა ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: "ნაგანის" სისტემის რევოლვერი, "ტე-ტეს" სისტემის პისტოლეტი, "გოლდ სტარის" მოდელის პისტოლეტი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე   სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, -ნათქვამია შსს-მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი