"ვინც რწმენას შეურაცხყოფს, ის საპასუხო დარტყმას უნდა ელოდეს"
რომის პაპი საფრანგეთში ,, Charlie Hebdo“-ზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ რწმენის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლებასთან ერთად ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თითოეული რელიგია ფლობს ღირსებას და სიტყვის თავისუფლების უფლება მოდის საერთო კეთილდღეობის მხარდაჭერის ვალდებულებასთან ერთად.
,,არავინ არ უნდა მოახდინოს პროვოცირება, დაამციროს სხვა ადამიანის რელიგია და დასცინოს მის რწმენას, ვინც ამას გააკეთებს, საპასუხო დარტყმას უნდა ელოდეს“ - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
რომის პაპმა საილუსტრაციოდ იხუმრა: ,,რა თქმა უნდა, არ შეიძლება სისასტიკით ვუპასუხო, მაგრამ თუკი, მაგალითად, დოქტორი გასპარი სალანძღავ სიტვას გამოიყენებს დედაჩემის მისამართით, მას მუშტი ელოდება“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ავტორი: ნიუპრესი