|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების შედეგად, პროგრამას ლიზინგი დაემატა, პროგრამის ფარგლებში სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგი გაიცემა:  პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600,000.0 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.  

 „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში,   გაცემული  ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორად უზრუნველყოფას სახელმწიფო განახორციელებს.მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და  შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%–ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%–ის ოდენობით. შესაძლებელი ხდება სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულების დაფინანსება. ცვლილებები შეეხო სახელმწიფოს მხრიდან მეორადი უზრუნველყოფის ოდენობას და არსებული 30 %-ის ნაცვლად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მეორადი უზრუნველყოფა ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით მოხდება.

ავტორი: ანა ჯიქია