დაბა ხარაგაულში ამბულატორიის მშენებლობა იწყება
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დაბა ხარაგაულში კიდევ ერთი ამბულატორიის მშენებლობა იწყებარისი დასრულების შემდეგაც დაბა ხარაგაულში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. დაბაში ამ დრომდე არსებული სამედიცინო ცენტრი დაზიანებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.
ამბულატორიის მშენებლობისათვის ჯანდაცვის სამინისტრო 200 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. გარე კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 00, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან 50 000 ლარი გამოიყოფა. პირველ ეტაპზე 200 კვ. მშენებლობის პირველი ეტაპი მარტის ბოლომდე დასრულდება.
მეორე ეტაპზე 700 კვ. მ. ფართობის მქონე შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რომელიც ამბულატორიის ძირითადი კორპუსი იქნება, ხოლო 200 კვ. მ. ფართობის მქონე შენობა ლაბორატორიად გადაკეთდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი, დაბა ხარაგაულში ამბულატორიის მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრნენ.
ავტორი: ნიუპრესი