რექტორის თანამდებობაზე განაცხადების მიღება 22 იანვარს დასრულდება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა
ვაკანტურია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭომ 2014 წლის 28 ნომებერს რექტორის თანამდებობაზე
კონკურსის გამოცხადებაზე მიიღო გადაწყეტილება, რადგან მოქმედი ლექტორის გიორგი ღავთაძის
თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ამოიწურა.
როგორც ,,ნიუპრესს“ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ბერეკაშვილმა განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, აღნიშნულ ვაკანსიაზე მხოლოდ 2 განაცხადია შესული. ,,კონკურსში მონაწილობის მიღება ნებიმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც დოქტორის ხარისხი გააჩნია. მათ განაცხადი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე უნდა შემოიტანონ, რისთვისაც თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტაცია: CV, სამოქმედო გეგმა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. განაცხადების მიღება 8 იანვრიდან დაიწყო და 22 იანვრის 15:00 სთ-მდე გაგრძელდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი განაცხადია შემოსული, ერთი მოქმედი რექტორი გიორგი ღავთაძეა, ხოლო მეორე შერმადინ მიქელთაძე“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
ბერეკაშვილის
განცხადებით, შესარჩევი კრიტერიუმები აკადემიური საბჭოს მიერ იქნა განსაზღვრული.
ავტორი: გიგა გელხვიიძე