|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია

პარიზთან ახლოს, ფოსტაში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, დაკავებულია, მძევლები კი გაათავსუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ AFP პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
შეიარაღებული მამაკაცი ქალაქ კოლომბოში მდებარე ფოსტის შენობაში ცოტა ხნის წინ შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, მამაკაცს ორი მძევალი ჰყავდა აყვანილი. 
ფრანგული მედიის ცნობით, შეიარაღებულ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.


ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი