|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიანი დედა ქალაქის პირველ პირებს ახალ ბრალდებებს უყენებს

მრავალშვილიანი დედა მარინე დახუნდარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დამატებით ბრალდებებს უყენებს. როგორც დახუნდარიძე ,,ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, ის ღამით, მერიის მისაღებიდან გარეთ გააგდეს. მისივე თქმით, მის დასახმარებლად მოსულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს კი მუშაობის საშუალება არ მისცეს.

დახუნდარიძე საკრებულოს თავმჯდომარეს,  დავით დვალს მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში სდებს ბრალს, ხოლო მოწმედ ქუთაისის ყოფილ მერსა და ამჟამად საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრობის“ წევრს ბესიკ ბრეგაძეს ასახელებს. 
როგორც ბესიკ ბრეგაძემ ნიუპრესს განუცხადა, საკრებულოს თავმჯდომარისა და მრავალშვილიანი დედის სიტყვიერ დაპირისპირებას ნამდვილად შეესწრო, თუმცა ფიზიკური შეურაცყოფის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს.
აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულად და მასზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახური.  მერიის ადმინისტაციის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას განცხადებით კი, დახუნდარიძის მიერ გაჟღრებული ბრალდება, რომელიც მერიის შენობიდან მის გაძევებას ეხება, სრული  დეზინფორმაციიაა.


ავტორი: გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე