საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი "ქალის წლად" გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი "ქალის წლად" გამოაცხადა. მან ბოლო პერიოდში სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაში ქალების გაზრდილ როლზე და აღნიშნა, რომ ეს რეალობა შესაბამისად არ არის ასახული პოლიტიკაში. "საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის 11% ქალბატონებისა საკანონმდებლო სტრუქტურაში, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე, ჩემი აზრით, ძალიან არაადეკვატურია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. " ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქალბატონები არა მხოლოდ ემსახურებოდნენ სამშობლოსა და თავიანთ ოჯახებს, უკეთეს ქვეყანას ქმნიდნენ, არამედ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ყველაზე მაღალ დონეზე, გვევლინებოდნენ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების ხელმძღვანელებად თუ წამყვან მუშაკებად“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ის თავის მიმართვაში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობის გაზრდილ ფაქტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გამოსავალი ქალთა როლის გაძლიერებაა. "საგულისხმოა, რომ წელს სრულდება 20 წელი პეკინის დეკლარაციიდან, როდესაც მთელმა კაცობრიობამ გაიაზრა გენდერული უთანასწორობის სირთულე და განსაზღვრა ამ საკითხის გადაჭრის გეგმა. აქედან გამომდინარე - გამომდინარე იმ სირთულეებიდან და საჭიროებებიდან, რომლის წინაშეც დგას, მე აუცილებლად მივიჩნიე, რომ 2015 წელი გამოგვეცხადებინა "ქალის წლად’’.
მარგველაშვილის
თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად ითანამშრომლებს ყველა იმ წამოწყებასა და ინიციატივასთან, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ.
ავტორი: ნიუპრესი