|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მწვანე კვირეული 2015" - ბერლინში მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა იმართება

ბერლინი მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. საერთაშორისო გამოფენას "მწვანე კვირეული 2015"-ს (Gruene Woche 2015) სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია იმყოფება. წელევანდელი კვირეულის ძირითადი თემაა ,,სოფლის მეურნეობის გაძლიერება: სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფილი სურსათი დაკვება“. 

  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი. დამზადდება ქართული ტრადიციული კერძები  ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.. Gruene Woche 2015-ზე ქართულ სტენდზე  ასევე  წარმოდგენილია: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „ლომისი“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“ პროდუქცია. გამოფენაში    ტურისტული კომპანია “Like Georgia” და ტურიზმის ეროვნული სააგენტო მონაწილეობენ. Gruene Woche -ზე ქართულ  შემოქმედებას ანსამბლი „შვიდკაცა“ წარმოადგენს და  გამოფენის სტუმრებს ტრადიციულ ქართული მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერას გააცნობს. გამოფენის ფარგლებში, გაიმართება მინისტერიალიც, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია დაესწრება. სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტში  მონაწილეობას 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, უნგრეთის, თურქეთის, ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.  ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენაზე Gruene Woche მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების რიცხვი 400 000-ს აღემატება და  მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.  


ავტორი: ანა ჯიქია