საჯარო მოხელეებს იმერეთის გუბერნიაში ტრენინგი ჩაუტარდათ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგების თემა პროექტირება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესრულებული სამუშაოების ჩაბარების სწორი ტექნიკა იყო. ტრენინგები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ასევე, საგზაო დეპარტამენტის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. სემინარის მიზანს პროექტირების, შესყიდვებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკიციის ამაღლება წარმოადგენს.
ავტორი: ნიუპრესი