|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა დაუშვებელია"

დღეს ”შარლი ებდოსთან” დაკავშირებით განცხადება საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა:  "მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ისევ გავრცელდა. ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ, როგორც არა აქვს გამართლება ე.წ. ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია როგორც მუსლიმების, ასევე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა," - აცხადებს საქართველოს პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელი და დეკანოზი დავით შარაშენიძე. 

საპატრიარქო  ტერორიზმს გაუმართლებელად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა რა მიზეზიც არ უნდა ედოს მას საფუძვლა. რა მიზეზიც არ უნდა ედოს მას საფუძვლად. თუმცა,აქვე განმარტავს , რომ  ნებისმიერი რელიგიის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა  გაუმართლებელია. 

ავტორი: ნიუპრესი