|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეჭვმიტანილმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახში შესვლის დეტალები გაიხსენა

გიუმრიში მომხდარი არეულობისა და სამართალდამცველთა მიმართ ძალადობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გიუმრიში შექმნილ ვითარებას ქალაქის მერი გამოეხმაურა. იგი სამხედროს მიერ ჩადენილი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობის გამო რუსეთის 102-ე ბაზის მიერ ქალაქის დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს, მიაჩნია, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შეტანა აუცილებელი არ არის. მისი თქმით,  საზოგადოების ერთადერთი მოთხოვნა დამნაშავის სომხეთის მართლმსაჯულებით გასამართლებაა. სამართალდამცველების მიერ რუსი ჯარისკაცის დაკითხვის დეტალებს მისი ადვოკატი ასაჯაროებს. თამარა პილოიანის თქმით, დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა ავეტისიანების ოჯახში შესვლის დეტალები გაიხსენა.  "დაკითხვის დროს ეჭვმიტანილი ძირითადად პასუხობდა,    მისი თქმით, ის სახლში წყურვილის გამო შევიდა. სახლში სამი ოთახი იყო. პირველ ოთახში ერთი ადამიანი იყო, რომელსაც გამოეღვიძა და სომხურად ყვირილი ატეხა. პერმაკოვმა მისი სიტყვები ვერ გაარჩია და როცა მან ტელეფონის ასაღეებად გაიწია, გაისროლა. შემდეგ მეორე ოთახიდან გაიგონა ხმა, სადაც 2 ადამიანი იყო და ორივეს ესროლა.  მესამე ოთახში 4 პირი დახვდა.  სამს ეროლა, როცა ბავშვის მოკვლას აპირებდა, იარაღი გაიჭედა და ის  ბასრი იარაღით მოკლა.  შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა,  სავარაუდოდ,  კვალის წაშლის მიზნით,  წყალი დალია და წავიდა. პერმიაკოვი ამტკიცებს, რომ ის თურქეთში გაქცევას არ ცდილობდა, უბრალოდ, უმისამართოთ მიდიოდა და ასე აღმოჩნდა თურქთის საზღვართან. აქედან ვაკეთებ დასკვნას, რომ პერმიაკოვს ფსიქიური დარღვევები არ აქვს",- ამბობს  ჯარისკაც პერმიაკოვის ადვოკატი თამარა პილოიანი. 

სომხეთის პროკურატურაში  რუსი სამხედროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული. სომხეთში, გიუმრიში მომხდარი შეტაკებების შედეგად 26 პირი დაშავდა, უმეტესობა მათგანი სამართალდამცველია. 

ავტორი: ნიუპრესი