|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მე ვარ ვალერი“, „ვალერი პერმიაკოვი სინდისის პატიმარი“

ცნობილი რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კისელიოვი სომხეთში მასობრივი მკვლელობების განმახორციელებელი რუსი ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის აქტიური მხარდაჭერით გამოდის. თავის ტვიტერის გვერდზე კისელიოვი სომხეთის აქციებში მონაწილეებს ფაშისტებად, ხოლო პერმიაკოვს სამშობლოს დამცველ მეომრად მოიხსენიებს.

კისელიოვი კატეგორიულად მოითხოვს პერმიაკოვი სომხურ მხარეს არ გადაეცეს და მას სინდისის პატიმრად მიიჩნევს.


კისელიოვი სახელმწიფო რესურსებით შექმნილი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „ როსსია სეგოდნია“–ს გენერალური დირექტორი და რუსული მედიაჰოლდინგის „სრულიად რუსული სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებელი კომპანიის” გენერალური დირექტორის მოადგილე გახლავთ. ამ უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტობის ქსელის კუთვნილებაში ფაქტიურად ყველა წამყვანი რუსული სააგენტო, ტელევიზია და რადიო იმყოფება.


გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს მხარდაჭერას უცხადებენ -სოციალურ ქსელ „ვკონტაკტეშიც“, სადაც გვერდი გაიხსნასახელწოდებით- АНТИМАЙДАН АРМЕНИЯ | ВАЛЕРИЙ ПЕРМЯКОВ | АНР, რომელიც„ვალერი პერმიაკოვი სინდისის პატიმარი“. ამასთან ერთად გვერდზე დიდი ასოებითწერია „მე ვარ ვალერი“ – როგორც გვერდის ადმინი წერს, დასავლურმა მედიამ იჩქარავალერის და შემდეგ უკვე რუსეთის წინააღმდეგ ბრაკლდებების გამოქვეყნება, ადმინისვამს შეკითხვას, თუ ვის ინტერესებში შედის ეს და თავადვე კითხვით პასუხობს - „ხომარ შედის ეს ამერიკის ინტერესებში, რომ დათესოს შუღლი ორ მოძმე ხალხს შორის? ხომარ ცდილობენ დასავლეთის ქვეყნები მოაწყონ მაიდანი სომხეთში, რომ აიძულონ ქვეყანადატოვოს ევრაზიული კავშირი? ჩვენ რუსეთის პატრიოტები მტრებს არ მოგცემთუფლებას, მოიგოთ საინფორმაციო ომი და ხმამაღლა ვამბობთ-არა- დასავლეთის და მისიმიმდევრების მცდელობას ჩრდილი მიაყენოს რუსი ვაჟკაცის ვალერი პერმიაკოვისსახელს.“ წერს გვერდის ადმინისტრატორი.

ავტორი: ნიუპრესი