უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. მისი სამშობლოში გადმოსვენების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელის თემურ კერესელიძის მედიისათვის გაკეთებული განცხადების თანახმად, დიპლომატიურ მისიას ჯერ-ჯერობით არც საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებისა და არც სამი დაჭრილების შესახებ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და ინფორმაციას დაღუპული თამაზ სუხიაშვილის თანამებრძოლებზე დაყრდნობით ადასტურებენ. მებრძოლების ინფორმაციით, სუხიაშვილი დონეცკთან შეტაკებებში დაიღუპა.
" დავუკავშირდებით ჩვენ უკვე ოჯახს, ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას და გადმოსვენების საკითხი ორ დღეში უნდა გადაწყდეს," - განაცხადა თემურ კერესელიძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში.
თამაზ სუხიაშვილის ოჯახი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობს, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სუხიაშვილი 37 წლის იყო, ის საქართველოს შეირაღებულ ძალებში მსახურობდა, მონაწილეობა მიღებული აქვს ერაყის მისიაში. რაც შეეხებათ დაჭრილებს, მათ სიცოცხლეს, გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ნიუპრესი