|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება მოითხოვა

ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება მოითხოვა.  ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა. შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობას არ დაარეგულირებს. სხდომაზე ევროპარლამენტმა უკრაინაში არსებული მდგომარეონის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები ენერგო და საფინანსო სექტორებში იმოქმედებს. მიღებული რეზოლუცია საკონსულტაციოა და არა სავალდებულო.

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, ხელი მოეწეროს მინსკის მოლაპარაკებების გრაფიკის იმპლემენტაციას და დღეიდან შეწყდეს ცეცხლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 
 თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, "ეუთო"-სთან ერთად, უზრუნველყოს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, - ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში. 
"გთავაზობთ, რომ ორივე მხარემ, როგორც უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა, ასევე ამბოხებულებმა, მიიღონ გადაუდებელი ზომები ორმხრივი სროლის შეწყვეტისთვის", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის წერილში. 
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ასევე სთავაზობს, რომ მხარეებმა დაუყოვნებლივ გაიყვანონ კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღება. 
"ჩვენი მხრივ, მზად ვიქნებით ეუთო-სთან ერთად, ამ ნაბიჯების კონტროლი მოვახდინოთ", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ გაგზავნილ წერილში.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი