„მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს
ბერლინში მიმდინარე
საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები საქართველოს სტენდს ეწვივნენ, სადაც საქართველოს
სოფლის მეურნეობის მინისტრს
ოთარ
დანელიას, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს გერმანიაში, ლადო ჭანტურიას და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველ მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს შეხვდნენ. გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა
შექმნილი უხერხულობის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია. 16-25 იანვარს ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ იმართება, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. გამოფენაზე Gruene Woche მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების რიცხვი 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ავტორი: ანა ჯიქია