კიევის პოლიციამ აფეთქებებში ეჭვმიტანილი ერთი ქართველი დააკავა
კიევში, ადგილობრივმა პოლიციამ ღამის აფეთქებებში ეჭვმიტანილი სამი პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ განცხადებას, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აკეთებს.
როგორც უკრაინის შსს-ში განმარტეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 1970 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საბუთები წესრიგში არ აღმოაჩნდა. მეორე დაკავებული წარსულში ორჯერ ნასამართლევი უკრაინის მოქალაქეა. მესამე ეჭვმიტანილი კი, ასევე უკრაინის მოქალაქე ქალია.
პრესსამსახურის განცხადებით, დაკავებულებს აფეთქებებთან კავშირში ედებათ ბრალი. ეჭმიტანილთა აყვანისას, სამართალდამცავებმა ყუმბარა F-1 ამოიღეს.
დაკავებულები კიევის პოლიციაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, კიევში ღამის აფეთქებების შედეგად დაშვებულ ორ ახალგაზრდას, ფეხების ამპუტაცია ჩაუტარდა.
ეჭვიმატინლთა დაკავება, 18 იანვარს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი