|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ღვინჯილია: "ვაცხადებ "ფეისბუკში" ქართული ანბანის გალაღების 12 - კვირეულს!“

მეცნიერი და პედაგოგი ლევან ღვინჯილია საკუთარი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ქართულად წერისკენ მოუწოდებს.  „დღეიდნ - 14 აპრილამდე ვაცხადებ "ფეისბუკში" ქართული ანბანის გალაღების 12 - კვირეულს!“,- წერს ლევან ღვინჯილია.

მისი თქმით, სოციალური ქსელი  იძლევა საშუალებას, ერთმანეთთან ურთიერთობისას (ქართველებმა) გამოიყენონ უნიკალური ანბანი და .. „პოსტებიან კომენტარები დაიწეროს ქართულად.  ეს ბედნიერება, რომ წეროს მშობლიური ანბანით, 7 000 -მდე ეროვნებიდან, მხოლოდ 14-სა აქვს და მათ შორისაც ჩვენი ანბანი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყოველ ბგერას ცალკე ასო-ნიშანი გამოხატავს. თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა - „ ა  “, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ ერებს უფრო გაუადვილდებოდათ მისი აღქმა, თუ დავწერდით -„DZALA ERTOBASHIA”,-  წერს ლევან  ღვინჯილია.  

ავტორი: ნიუპრესი