|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა

პანკისის ხეობაში საპროტესტო  მიმდინარეობდა. სოფელ დუისში ადგილობრივი მუსლიმები იყვნენ შეკრებილნი, ისინი ფრანგულ სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურას აპროტესტებენ და ამ  ფაქტს მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აფასებდნენ„ჩვენი აღელვება გამოიწვია ჟურნალ "შარლი ებდოში" გამოქვეყნებულმა კარიკატურებმა. გააკეთეს  შეუსაბამო კარიკატურები, რომლებიც ჩვენი მოციქულების, მუჰამედის,  ასევე  იესოსი.  ამის გამო გამოვხატავთ პროტესტს“, -განაცხადა  აქციის მონაწილე ამურ ხანგოშვილმა.  

აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, რომ ისინი გმობენ ტერორიზმს და მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას სიტყვის თავისუფლების მოტივით.  საპროტესტო აქცია, პანკისის ხეობაში  ლოცვის თანხლებით მიმდინარეობდააქციას ხეობის რამდენიმე სოფელი შეუერთდა.


ავტორი: ნიუპრესი