|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამა ილია კარტოზიას დღეს დაკრძალავენ

არქიმანდრიტ  მამა ილია კარტოზიას დღეს დაკრძალავენ.  ცხედარი  სვეტიცხოვლის ტაძარშია დასვენებული. დღეს, წირვის დასრულების შემდეგ, მამა ილიას ცხედარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.  არქიმანდრიტს მონასტრის ეზოში დაკრძალავენ. ადრიატიკის ზღვაში დაღუპული ილია კარტოზიას ცხედარ ბარიდან თბილისის აეროპორტში 18 იანვარს ჩამოასვენეს.  
ბორან "ნორმან ატლანტიზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა.  გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა  ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.  მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ავტორი: ნიუპრესი