|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.  დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის,თამაზ სუხიაშვილს ცხედარი ამ დროისათვის ქალაქ დნეპროპეტროვსკშია. თამაზ სუხიაშვილის ოჯახი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობს, მას ორი მცირეწლოვანი შვილი  დარჩა. იგი  37 წლის იყო.  სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო,  ის 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. ქართველი ჯარისკაცის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება დაფარავს. 

ავტორი: ნიუპრესი