|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ისევ იბომბება

უკრაინის აღმოსავლეთით მდგომარეობა  უკიდურესად დაძაბულია. დონეცკის აეროპორტის  მიმდებარე ტერიტორია ისევ იბომბება სროლის ხმა  დასახლებულ პუნქტებშიც ისმის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათში შეტაკებებს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა.  კიევის შეთავაზების მიუხედავად, მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება. პრემიერი იაცენიუკი რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკის შეყვანაში ადანაშაულებს.  ვითარების ესკალაციის გამო, უკრაინის არმიაში მობილიზაციაა გამოცხადებული. ქვეყანაში სამხედრო გაწვევის ახალი ტალღა დაიწყო.

შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა გუშინ შესთავაზა. 

ავტორი: ნიუპრესი