სამბოში მსოფლიო ჩემპიონი 23 წლის ქუთაისელია
ქუთაისის სპორტის მუზეუმში ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის გენადი ჩირგაძის სტენდი გაიხსნა. სადაც 23 წლის მსოფლიო
ჩემპოიონის სახვადასხვა სახის ჯილდოები და მისი ასპარეზობის ამსახველი ფოტომასალაა
წარმოდგენილი. გენადი ჩირგაძე მსოფლიო ჩემპიონი ჭიდობის ერთ-ერთ სახეობაში „სამბო“
გახდა. ჩემპიონატი იაპონიაში, 2014 წლის
ნოემბერში ჩატარდა, სადაც გენადი 52
კოლოგრამით წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
„სპორტის ამ სახეობით 18 წელია
რაც დაკავებული ვარ. ჩემპიონატის მსვლელობა დაძაბული იყო, თავიდან ვაგებდი
კიდეც, ფინალში აზერბაიჯანელ სპორცმენთან
ვიასპარეზე, საკმაოდ ძლიოერი მეტოქე იყო, მაგრამ გავიმარჯვე“,- აღნიშნა მსოფლიო ჩემპიონმა გენადი ჩირგაძემ.
მსოფლიო
ჩემპიონს წარმატებები ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადენლებმაც უსურვეს.
გენადი
ჩირგაძის პირადი მწვრთნელის, გივი სარდანაძის თქმით, მსოფლიო ჩემპიონი ასპარეზობას
ბაქოსა და ევროპის პირველობაზე მონაწილეობას გეგმავს.
ავტორი: ანა ჯიქია