|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იური ვაზაგაშვილის ექსპერტიზა დასრულებულია

იური ვაზაგაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უკვე დასრულებულია. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა ოჯახის დაქირავებული სპეციალისტი. ოჯახის ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული ფეთქების ადგილზე დამატებითი კვლევა ჩატარდეს. ირმა ჭკადუას განცხადებით, ჯერჯერობით ექსპერტიზის შედეგები არ არსებობს. 

 ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. 
"ჩვენ მიერ ჩატარებულ იქნა ძალიან ბევრი სამუშაო. ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. ფაქტობრივად, დადგენილია ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, ახლა ზუსტდება, თუ რა მოდელზეა საუბარი. ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა. დისტანციური მართვის შემადგენელი ნაწილები არ ყოფილა აღმოჩენილი", - განაცხადა ალთუნაშვილმა.
იური ვაზაგაშვილის   აფეთქების  ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი