|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალები ომში" - გენდერის მედიაცენტში "ომის ჟურნალისტის" მოსმენა გაიმართა

"ქალები ომში"- ამ თემაზე გენდერის მედიაცენტრში ომგამოვლილმა ჟურნალისტმა ლია ხარაბაძემ  ისაუბრა. ლია ხარაბაძე აფხაზეთის ომში თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. შეხვედრის მიზანი აფხაზეთის ომის შესახებ რეალური ისტორიების მოსმენა და  ამ ომში ქალის ძალის დანახვა იყო. მან მსმენელებს ჩანაწერები გააცნო, რომელშიც აფხაზი ქალების ომისდროიმდელ ისტორიებია მოთხრობილი.   ლია ხარაბაძე იმ პერიოდში გაზეთ „ქუთაისის“  შტატგარეშე კორესპოდენტი იყო.  „რთულია იყო ქალი, თუნდაც ჟურნალისტი ომში, მითუმეტეს აფხაზეთის ომში, მაგრამ ამავდროულად ეს საამაყოცაა “,- აღნიშნა ლია ხარაბაძემ.

ჟურნალისტი აფხაზეთის ომის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს „ომის დღიურების“  სახით ისევ წერს. შესაძლოა,  მალე მის მიერ  შეგროვებული მასალა აუდიოწიგნად გამოვიდეს. 

ავტორი: ანა ჯიქია