|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იური ვაზაგაშვილი რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

 იური ვაზაგაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე, ავრცელებს. ნანა კაკაბაძის თქმით, იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს მისი შვილის, მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ესაუბრა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, იური ვაზაგაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის შედეგები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ შეხვედრით კმაყოფილი იყო,“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

იური ვაზაგაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე  წერს გაზეთი “ალია“.  ,,იური ვაზაგაშვილის ხმაიურიანი განცხდებებისა და ბოლო პრესკონფერენციების შემდეგ, გასული კვირის პარასკევს, ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილს შეხვდა.  ივანიშვილი იმ დეტალებით დაინტრესებულა, სადაც ბატონი იური მკვლელობის მფარველობაში მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდა. საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა“,-წერია  გაზეთის ფურცლებზე.


„ალიას“ ცნობით, ივანიშვილი ვაზაგაშვილს საქმის დროულად გამოძიებასთან ერთად  და იმ მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლებას დაპირდა, ვისაც იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელობის მონაწილეებად ასახელებდა.
,,ივანიშვილს ვაზაგაშვილისთვის უთქვამს, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება და ის ხალხიც გადაყვება ამ ამბავს, ვისაც თქვენ მფარველებად ასახელებთ, ხოლო ისინი, ვინც უწყებაში არიან დარჩენილები, მათი ადგილი იქ აღარ იქნებაო“, - წერს გამოცემა.

 იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე  აფეთქდა. აფეთქება კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვაზაგაშვილი მაშინ აფეთქდა, როდესაც მან შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა.  იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითა აღძრული.

ავტორი: ნიუპრესი