|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ექსკურსია თეატრებში“- პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის იწყება

ექსკურსია თეატრებში -კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანი  მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა. „პროგრამა რამდენიმე კუთხითაა საინტერსო. 2014 წელს კულტურის სამინისტროსთან ერთად განვახორციელეთ პროექტი „კინო სკოლაში“. ეს იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ ვფიქრობთ ძალიან მოწონებული იქნება თეატრის კომპონენტი სკოლაშიც. პროექტი საინტრესოა იმითაც, რომ სკოლებში პროფორიენტაციის დაგეგმვას ვახორციელებთ.  შესაბამისად თუ გაიზრდება ინტერესი ასეთი სპეციალობების მიმართ მისასალმებელი  იქნება“,- განაცხადა განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ. 

 პროექტის ფარგლებშისკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ სასურველ თეატრს, დაათვალიერონ სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახებიდეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები.

„საინტერესო პროექტს ვთავაზობთ სკოლებს. ეს გულისხმობს ბავშვებისთვის კულისებს მიღმა თეატრის ჩვენებას.  მათ ექნებათ საშულება ნახონ მთელი პროცესი, როგორ იდგმება სპექტაკლი, როგორ მზადდება დეკორაციები და დაესწრნონ რეპეტიციებს. ეს საინტერესო იქნება, რადგან ბავშვებს აინტერესებთ ის, რაც არ დევს ზედაპირზე და რაც იდუამალებით არის მოცული“,- აღნიშნა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.  
პროექტშიპირველ ეტაპზე,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 11 თეატრი ერთვება. 



 

ავტორი: ანა ჯიქია