|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში სკოლის შენობა დაიწვა

ხანრის შედეგად ტყიბულის სოფელ ჯვარისაში სკოლის შენობა დაიწვა. თვითმხილველთა თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაზიანებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ცეცხლი პირველად სახურავზე გაჩნდა. მთლიანად დაიწვა შენობის მეორე სართული. როგორც განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სკოლის შენობა წლის ბოლომდე გაკეთდება. შენობის გაკეთებამდე სასწავლო პროცესს მოსწავლეები გამგეობისა და ამბულატორიის შენობაში გააგრძელებენ. 

"პირველი დათვალიერებით, კედელი მზიდუნარიანია და კონსტრუქციული თვალსაზრისით, კიდევ გაუძლებს დატვირთვას. გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები დროებით გამგებლის სამუშაო კაბინეტში განვათავსოთ. დაბალი კლასები კი ამბულატორიაში გავანაწილეთ",- განაცხადა ტყიბულის გამგებელმა გიზო გვენეტაძემ. 
ხანძარს სკოლაში ტყიბულის, თერჯოლის და ქუთაისის სახანძრო სამსახურების 6 ბრიგადა აქრობდა.

ავტორი: ანა ჯიქია