|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირანის კონსული: მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ელოდება

მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი კვირის წინ ირანში დააკავეს. დაკავებულს ბრალად 10 წლის ბავშვის მკვლელობა ედება,როგორც ცნობილი გახდა,მან მარიამის მკვლელობაც აღიარა. ირანის კონსულის ინფორმაციით, მას ირანში სიკვდილით დასჯა ელოდება. როგორც  მოგვიანებით საკონსულოში განმარტეს, ბრალდებულს სიკვდილით იმ შემთხვევაში დასჯიან, თუ ამას ირანში მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები მოითხოვენ.  

განცხადებაგაავრცელა  საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც.


2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალ ბულვარში 2013 წლის 22 ივლისს მოკლეს

ავტორი: ნიუპრესი