|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს, დღეს, ხაშურში გადაასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, თამაზ სუხიაშვილის ცხედარს, დღეს, ხაშურში გადაასვენებენ.  ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი საქართველოში წუხელ ჩამოასვენეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძში გადასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა მიაგეს. აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.
აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს.

 თამაზ სუხიაშვილს ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ

ავტორი: ნიუპრესი