|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალერი პერმიაკოვმა გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობა აღიარა

ვალერი პერმიაკოვმა გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობა აღიარა.  სომხური მედიის ინფორმაციით, რუსი  ჯარისკაცი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა რუსულ ბაზაზე, გიუმრიში, დაკითხესვალერი პერმიარკოვს ბრალი სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 104- მუხლით წაუყენეს, რაც ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობას გულისხმობს

პერმიაკოვის წინააღმდეგ   რუსულმა მხარემ საქმე დეზერტირობისა და მკვლელობის მუხლით აღძრა.  ცნობილია, რომ წინასწარ გამოძიებას სომხური მხარე აწარმოებს. 

შეგახსენებთ, 12 იანვარს გიუმრიში დისლოცირებული 102- რუსული ბაზიდან სწრაფი რეაგირების სამსახურის რიგითი ვალერი პერმიაკოვი შეიარაღებული გამოიქცა და ავტომატით  ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დაცხრილა და ოჯახის პატრა წევრი სასიკვილოდ დაჭრა.

 

ავტორი: ნიუპრესი