|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დაცვის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მერიის დაცვის პოლიციის თანამშრომელს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, კახა დვალიშვილმა  შეურაცხყოფა მიაყენა, გავრცელებული ინფორმაციით,  დეპუტატმა შელაპარაკებისას თანამშრომელს  სამხრეები  მოახია.  მისი გაღიზინება დაცვის პოლიციის თანამშრომლის მითითებამ გამოიწვია, რომ  მანქანის პარკირება  სხვა ადგილას მოეხდინა.

 ქუთაისის მერიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ ააკეთებენ, საკრებულოს პრესსამსახურის თქმით,  კახი დვალიშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას  საკრებულოს სხდომაზე გააკეთებს, რომელიც ხვალ 14.00 საათზეა დანიშნული.  

მომხდარ ინციდენტს "ნიუპრესთან" საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი  ადასტურებს. თუ რა მსვლელობა მიეცემა საქმეს, ამის შესახებ  მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ავტორი: ნიუპრესი