ქუთაისის მერმა საწარმოების დათვალიერება დაიწყო
„ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივი ქარხნების დათვალიერება, რათა კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა
მდგომარეობაა ქალაქში. ასევე გვექნება შეთავაზებები, რა დახმარება შეგვეძლება
გავუწიოთ ადგილობრივი რესურსით“, - განაცხადა შოთა მურღულიამ საწარმოში. მერთან ერთად სააწარმო საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და დეპუტატებმა დაათვალიერეს. საწარმო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტანსაცმლის მწარმოებელ სამკერვალო კომპანიას წარმოადგენს, სადაც ტექნოლოგიური პროცესები კომპიუტერული სისტემით იმართება.
,,იმერი" ასევე აქტიურად თანამშრომლობს თურქულ და იტალიურ კომპანიებთან. პროდუქციის რეალიზაცია, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე ხდება.
ავტორი: ანა ჯიქია