|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაია კარკალია: ,,რატომ სცემენ ასე უმოწყალოდ ჩემს შვილს, რატომ აწამებენ?!"

   ორი დღის წინ ქუთაისში დაკავებულ ლევან მუკბანიანს დაკითხვისას სასტიკად სცემეს, ამის შესახებ ,,ნიუპრესს“ ინფორმაცია დაკავებულის დედამ, მაია კარკალაიამ მიწოდა.

   ,,ჩემი შვილი სასტიკად არის ნაწამები. მას ცუდი სიმთვრალე აქვს და ამას არც უარვყოფ, თუმცა ამის გამო ადამიანი ხომ არ უნდა მოკლან? როდესაც პოლიციელებმა დაიჭირეს, წიხლები ურტყეს, ზურგზე ფეხებით შედგნენ. რატომ სცემენ ასე უმოწყალოდ ჩემს შვილს, რატომ აწამებენ?! ეს ამბები მისმა ადვოკატმა მითხრა.

   მე დღეს ვარ იური ვაზაგაშვილი, ენუქიძე და სხვა ის ადამიანები, რომლებიც ჯალათებმა დახოცეს. უაკნ არ დავიხევ, ჩემი შვილის გვერდით მთელი უბანი დგას და სიმართლეს მაინც დავამტკიცებთ“ - განაცხადა კარკალიამ.

    დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ცემის ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ,,ნიუპრესს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ტატო კუჭავამ განუცხადა, დაკავებული, კანონის შესაბამისად, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და შეყვანისას ყოველგვარი დათვალიერება ჩაუტარდა, მას დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე