ქუთაისის ბიუჯეტში 21 მილიონიანი ცვლილება შევიდა
ქუთაიისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, რაც 21 მილიონიან დანამატს შეადგენს. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქუთაისს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 15 მილიონი გამოუყო, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდება. მეორე ცვლილება საფეხბურთო კლუბისთვის "ტორპედო" 830 ათასი ლარის გამოყოფას ეხება. გარდა ამისა, შოთა მურღულიამ მრავალშვილიანი დედებისთვის პროგრამაში 170 ათასიან დანამატზე ისაუბრა - თითოეულ არასრულწოვან ბავშვზე გასაცემი თანხა 50 პროცენტით იზრდება. მიუსაფარი ადამინებისთვის საცხოვერებელი ფართის გამოსაყოფად ქუთაისში 300 ათასი ლარი გამოიყო.
ავტორი: ანა ჯიქია