გია უკლება:"მურღულია არის უუნარო მერი"
საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატის გია უკლებას უკმაყოფილება საკითხების "ბუნდოვანებამ" გამოიწვია. მისი თქმით, განსახილველად წარმოდგენილი საკითხები გაუგებარი იყო, მან თითქმის არც ერთ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. "წინა წელს მუხლიდან მუხლში გადაჰქონდათ თანხა სრულიად არამიზნობრივად, აუთვისებელი დარჩათ 3 მილიონი ლარი. ეს ამტკიცებს იმას, რომ შოთა მურღულია არის უპასუხისმგებლო და უნარო მერი. საუბარია ხიდების რეაბილიატაციაზე, სადაც თითქოს ქალაქის მერმა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვა. თანხა, რომელიც დაიხარჯა ხიდების რეაბილიტაციაზე, შეადგენს 200 ათას ლარს და ეს არის უზნეობა,"- განაცხადა გია უკლებამ.
ავტორი: ანა ჯიქია