კახი დვალიშვილი: "მივუთითე, რომ უნდა ასრულებდნენ მოვალეობას იმის შესაბამისად, რაც ფორმა აცვიათ"
საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კახი დვალიშვილმა გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ფიზიკიურ ანგარიშწორებას ადგილი არ ჰქონია. "ამ ყველაფერს წინ უძღოდა თანამშრომლის არაკომპეტენტურობა, მათ ვერ გაიგეს თავიანთ უფლებები, ითავსებდნენ მომწესრიგებლის ფუნქციასაც, უხეშად გადმოდიოდნენ და მგონი არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. არავითარი ზედმეტობა არ იყო და მივუთითე, რომ უნდა ასრულებდნენ მოვალეობას იმის შესაბამისად, რაც ფორმა აცვიათ",- განაცხადა კახი დვალიშვილმა.
მისივე თქმით, მან არ იცის, რა მუხლით არის აღძრული საქმე და ვინ ედავება.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა კახი დვალიშვილმა დღეს თავად გაავრცელა თავის ფეიბუკ გვერდზე.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა