რაგბის კლუბ "აიას" დამფუძნებელი მერია აღარ არის
სარაგბო კლუბ "აიას" დამფუძნებელი ქუთაისის მერია აღარაა. ამ გადაწყვეტილებას საკრებულომ მხარი დღეს დაუჭირა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი განმარტავს, რომ ეს ცვლილება "აიას" დაფინანსებას პრობლემას არ შეუქმნის.
"მერია გამოვიდა, როგორც დამფუძნებელი, მაგრამ არ შექმნის პრობლემას. მისი დაფინანსება მოხდება პროექტის ფარგლებში. ბიუჯეტში გამოყოფილი იყო თანხა 115 ათასი ლარი და პროექტითაც 115 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, რომლის დახარჯვაც, რა თქმა უნდა, მოხდება მიზნობრიობიდან გამომდინარე",- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა