"ტორპედო" კვლავ კამათის საგანი გახდა
ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქუთაისის მერიას 830 ათასი ლარი "ტორპედოს" ხარჯების დასაფარად გამოუყო. ამის შესახებ დღეს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზეც გაგრძელდა, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძარობის" დეპუტატმა გია უკლებამ მერის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა. "ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, სინამდვილეში ეს თანხა არის ჯარიმა, რომელიც გადაიხადა კომპანიამ "ვისოლი" და მურღულიას საუბარი, რომ მთავრობა დაეხმარა "ტორპედოს", ტყუილია",- განაცხადა გია უკლებამ.
შოთა მურღულიას თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ თანხა ქუთაისის მერიის ბალანსზე განცხადების საფუძველზე გადმოამისამართა.
"ამაში არაფერია დასამალი და საგანგაშო. გადახდილი ჯარიმა აისახა მთავრობის ბიუჯეტში, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ თანხა წამოსულიყიო ჩვენთან. მთავრობამ გადმორიცხა თანხა იმიტომ, რომ "ტორპედო" არის ჩვენ ბალანსზე",- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა