|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი:"არა მარტო ამ თანამდებობებს დატოვებენ, არამედ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე"

თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. "მინდა მივუსამძიმრო იური ვაზაგაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს, ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას და დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშავეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იური ვაზაგაშვილის განცხადებებზე, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეები ისევ თანამდებობებზე რჩებიან შსს-ში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ დამნაშავეები თანამდებობებზე არიან, ისინი არა მარტო ამ თანამდებობებს დატოვებენ, არამედ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. 


ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა იური ვაძაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა მოითხოვა.

ავტორი: ნიუპრესი