|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-ს მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა  ოთარ მირზოევმა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია "Newpress.ge"-ს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.  რაც შეეხება სამინისტროს მეორე თანამშრომლის გიორგი დალაქიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს პრესსამსახურში არ ადასტურებენ. 

"მირზოევმა  თანამადებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სხვას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით", - განუცხადა "Newpress.ge"-ს ტატო კუჭავამ. 

იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი დალაქიშვილი ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ოთარ მირზოევი, შსს-ს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

ავტორი: ანა ჯიქია