ირაკლი ალასანია: "ვერც არჩეული მერი და ვერც გამგებელი სკამს ვერ გადადგამს, თუ ეს ადგილობრივი „სუს“-ის წარმომადგენელთან არ შეათანხმა"
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. მისი თქმით, ქვეყანაში პროცესებს „სუს“-ი მართავს. ალასანია სისტემური ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს: „ჭიკაიძის შეცვლა ვერაფერს შეცვლის, მოვა სხვა, რომელიც აბსოლუტურად იქნება შეზღუდული თავის საქმიანობაში. ძირითადად, იქ სიტუაციას მართავდნენ სხვა ადამიანები, მოადგილეები, უსაფრთხოების სამსახური, იგივე „სუს“-ად წოდებული. მე დავდივარ რეგიონებში და სამწუხაროდ, ყველგან მთავარი პრობლემა არის ის, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს, ვერც არჩეული მერი და ვერც გამგებელი სკამს ვერ გადადგამს ერთი ოთახიდან მეორეში, თუ ეს ადგილობრივი „სუს“ ის წარმომადგენელთან არ შეათანხმა. ჩვენ ამისათვის არ გვიბრძოლია აცხადებს ირაკლი ალასანია, მისი თქმით, საჭიროა სისტემური ცვლილებები, თუმცა ეს არ ესმის მთავარ წამყვან ფიგურას, ბიძინა ივანიშვილს“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ავტორი: ნიუპრესი